ინფორმაცია ტელე-რადიო კომპანია რიონის შესახებ
შპს ტელე-რადიო კომპანია "რიონი" საქართველოში 1989 წელს დაარსებული პირველი კომერციული ტელეკომპანიის სამართალმემკვიდრეა. არსებობის 32 წლის მანძილზე "რიონში" მომზადდა არა ერთი პროდუქტიული გადაცემა და პროფესიონალი კადრები.
მაუწყებლობის არეალი: ქუთაისი და მიმდებარე რაიონები მოდიფიცირებული
ლიცენზიით - მთელი საქართველო თანამგზავრული მაუწყებლობა - მაგთისატი, მატვილი - კანადა, აშშ
საკაბელო ქსელები - გლობალტვ, დიჯიტალტვ, სილქტვ, ტვ7, იმერტვ, ქუთაისის საკაბელო ქსელები, ახალი ქსელების, სამივე საკაბელო, დიჯიტალტვ, მაგთის IPTV და სხვ.
"რიონი" მაუწყებლობს ინტერნეტითაც (Live-ში) შემდეგ ინტერნეტ საიტებზე -
rionitv.com; myvideo.ge internettv.ge zagranica.by და სხვ.
და მაყურებელს სთავაზობს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, შემეცნებით-გასართობი და სპორტული გადაცემების ფართო სპექტრს. ამჟამად ეთერში გადის 10 საავტორო პროგრამა, რომელთაც 40 თანამშრომელი ემსახურება.
1. "დღის ამბები" - საინფორმაციო პროგრამა (09:00, 16:30,18:30,20:30,23:15) ყოველდღე, კვირის გარდა
2. "ჩვენი დღე" - საინფორმაციო შემეცნებითი პროგრამა - 11:00 – 13:00 სთ, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა
3. პოლიტიკური რუკა - ტოქ-შოუ - 19:00 – 20:00 სთ, ხუთშაბათი
4. დიალოგი - საზოგადოებრივი ტოქ-შოუ - 19:00 – 20:00 სთ, სამშაბათი
5. საუბარი მოძღვართან - ორშაბათი, 19:00- 20:00 სთ
6. კოლაჟი - ოთხშაბათი - 19:00 სთ
7. პოლიტიკური რუკა - ტოქ-შოუ - 19:00 – 20:00 სთ
8. კანონის უზენაესობა სამართლიანობისთვის - რიონისა და საია ერთობლივი პროექტი -ხუთშაბათი -15:30
9. არენა - სპორტული პროგრამა , პარასკევი- 19:00-20:00 სთ
10."რიონულა" - საბავშვო - საინფორმაციო პროგრამა, თვეში - 2 - ჯერ
11. სათვალე - (რეგიონის ამბები) შაბათი, კვირა - 19:00 სთ
12. აგროსიახლეები - კვირა -20:00 სთ, ორშაბათი - 09:00 სთ
გარდა ამისა აქტიურად ვთანამშრომლობთ დოიჩეველესთან . ეთერში გადის კარგ ფორმაში, გლობალ 3000, თუმოროუ, ევრომაქსი,არტ21
ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სტუდიებთან (უნივერსია, სხვა მხარე).
"რიონი" ორიენტირებულია ადგილობრივი, რეგიონული და მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების ობიექტურ გაშუქებაზე.
ტელე-რადიო კომპანია "რიონი" არ გამოხატავს არც ერთი პოლიტიკური პარტიისა და დაჯგუფების ინტერესებს, ხელმძღვანელობს თავისუფალი მედიის პრინციპებით და ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დამყარებული ფასეულობების პოპულარიზაციას, ტოლერანტობის კულტურის დანერგვას.
ტელე-რადიო კომპანია "რიონი"-ს, რომლის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმააა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. კომპანია არსებობს სარეკლამო დაკვეთების,საეთერო დროის გაყიდვის ხარჯზე და საგრანტო პროექტებით. გამოირჩევა მაყურებელთა შორის მაღალი ცნობადობით, კვალიფიციური კადრებით.
ტელე-რადიო კომპანია "რიონს" აქვს 3 თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილი სტუდია. მათ შორის 2 - ტოქ-შოუსი. 2017 წელს ეთერში გავიდა მუსიკალური-გასართობი არხი, ბრენდული სახელწოდებით "რიონი2"
ტელე-რადიო კომპანია "რიონს" შესრულებული აქვს ხუთი პროექტი. 1999 წელს (ევრაზიის ფონდი) აშშ-ს განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და "ინტერნიუსის" ხელშეწყობით, როგორც დამოუკიდებელი ტელეკომპანიების კონკურსში გამარჯვებულს 2. U2012წელს "მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში'' (MSI -USAID) - 3. 2013 წელს დასავლეთ საქართველოში "ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის დანერგვასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი განათლების ამაღლება"(ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში).
4. 2013 წელს სურსათის უვნებლობის შესახებ ევრაზიის ფონდის დაფინანსებით (ინფორმირებული მოქალაქე -დაცული მომხმარებელი)
5. „ანგარიში ხალხს" – 2016 წელი (ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ტენდერი).
6. 2013 წელს ენერგო ეფექტურობის ცენტრ-საქართველოს გრანტი.
7. ეს ქვეყანა შენია - კონრად ადენაუერის ფონდისა და ევროპის საგრანტო პროექტი 2019-2020
ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის" აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ-შოუების მომზადების დიდი გამოცდილება. ჩვენთან თანამშრომლობს ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ფონდი. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია ეკოლოგიურად სუფთა და გენმოდიფიცირებული კვების პროდუქტების წარმოებაზე მონოტირინგისა და მეცნიერული კვლევის ეროვნული ცენტრმა„ევრაზიის ფონდის დაფინანსებით განახორციელა გრანტი იმერეთის რეგიონში სურსათის უვნებლობის სფეროში საზოგადოებრივიმოძრაობის გააქტიურება~ (16 ტოქ შოუ). 2011 წლის 9 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ჩვენთან მომზადდა და ეთერში გავიდა 7ტოქშოუ IღI-ს პროექტით, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერითა და იუსაიდის დაფინანსებით (ახალგაზრდული პოლიტიკური თამაშები). ჩვენთან ახორციელებენ თავიანთ საგრანტო პროექტებს ფონდები: "სოხუმი", "აფხაზეთი" და "აფხაზინტერკონტი" , არასამთავრობო ორგანიზაციები "საია" "ფონდი სოხუმი" , „ ქალები რეგიონის განვითარებისათვის" "ახალგაზრდა ეკონომისტები", "ასა", "ასა+" და სხვ.
უსათუოდ დიდი პლუსია ტელეკომპანიისათვის ის ფაქტი, რომ მისი გენერალური დირექტორი თამარ ღვინიანიძე ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტის მიერ სამგზის (2009-2010-2011 წ.წ) იქნა დასახელებული საქართველოს წლის ადამიანად, მიენიჭა საერთაშორისო საზოგადოებრივი ელჩის წოდება და დაჯილდოვდა ოქროს მედლით ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის, ხოლო 2012 წელს მან მიიღო საერთაშორისო წლის ადამიანის წოდება. არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი, დაჯილდოვებულია ორდენით "ეკონომიკის ვარსკლავი",2016 წელს დაჯილდოვდა დიპლომით „ ყველაზე წარმატებულ ქალს მედიაში" იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამათავრობო ორგანიზაცია „მე დავბრუნდების" მიერ; მერიის სპეციალური პრიზით „ბიზნესის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისათვის".2020 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება.
ტელე-რადიო კომპანია რიონის~ მაღალრეიტინგულობა დაამტკიცა IPG - ის, NDI-ისა და ინტერნიუსის, ფონდ "ღია საზოგადოება -საქართველოს" კვლევებმა. კანტარ მედიას (ტრი მედია ინტელინჯენსის) კვლევის შედეგებით რიონი რეგიონულ არხებს შორის მეორე ადგილზეა.
"რიონს" საქართველოს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის მიერ 2015-2016 წლების შედეგების მიხედვით მიეკუთვნა პირველი ადგილი (რეიტინგის ოქრო) საქართველოს ტ-7 საწარმოს შორის და დაჯილდოვდა დარგის ლიდერის მედლითა და ეროვნული სერტიფიკატით. 2012 წლის 28 აპრილის ეთერში გავიდა რადიო "რიონი" - FM 105.5, რომელიც მსმენელებს სთავაზობს მხოლოდ ქართულ მუსიკას, საინფორმაციოგადაცემებსა და 5 საავტორო პროგრამას. არეალია - ქუთაისი და მიმდებარე რაიონები. 2019 წლის თებერვალში რადიო რიონი ჩაირთო ევროპის რადიოქსელების ქსელში. LIVe - Radio.rionitv.com , 2021 წლიდან რადიო რიონი ჩართულია ინტერპოტალზე - myvideo.ge