შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონა ვირუსის საეჭვო სიმპტომებით 3 პაციენტია მოთავსებული
10.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონა ვირუსის საეჭვო სიმპტომებით 3 პაციენტია მოთავსებული. ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, ამჟამად ორი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან, მესამეს კი გამოკვლევები საღამომდე ჩაუტარდება. კლინიკაში მოთავსებულ ორ პირს უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობის ერთ კი მოგზაურობის ისტორია აქვს. ექიმის განცხადებით, ბოლო პერიოდში კლინიკაში პაციენტთა თვითმომართვიანობამ იმატა. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსზე კვლევების ჩატარება ქუთაისშიც გახდება შესაძლებელი.