შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გენდერული თანასწორობის მიმართულებით კამპანია დაიწყო
07.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა გენდერული თანასწორობის მიმართულებით კამპანია დაიწყო და ბანერებზე იმ ქალების ფოტოსურათები განათავსდა, რომლებიც ქალებისათვის არატრადიციული პროფესიებით გამოირჩევიან. ამგვარად, ბანერებზე სამხედრო მოსამსახურის, მოკრივეს და პარა-მოფარიკავის ფოტოები განთავსდა . როგორც ქუთაისის ვიცე მერი, ნინო თვალთვაძე აცხადებს, აღნიშნული კამპანიის მიზანი სტერეოტიპების დამსხვრევა და სოციუმში იმის გააზრებაა, რომ ქალებს ყველა პროფესიაში შეუძლიათ მამაკაცის თანასწორები იყვნენ.