შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს
06.03.2020
უკან დაბრუნება
საგზაო-სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. სამუშაოები დაიწყო მახვილაძის ქუჩაზეც. აქ კეთდება როგორც გზის საფარი, ასევე მოეწყობა ტროტუარი და ღვარსადენი სისტემა. გზის რეაბილიტაციის სამუშაო პროცესი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა. პროექტის ღირებულება 900 ათას ლარზე მეტია.სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პალადა" ასრულებს. ამდროისთვის ქუთაისის მასშტაბით 30-ზე მეტი ნფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოები, ეწყობა გზები, სკვერები და დაიწყო სპორტული დარბაზების რემონტი. მიმდინარე წელს ქუთაისში ინფრასტრუქტურისთვის 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შეკეთდება შიდა საუბნო და ცენტრალური გზები .