შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის უნივერსიტეტები ონლაინ სწავლების შესახებ
06.03.2020
უკან დაბრუნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ უნივერსიტეტებს ონლაინ სწავლებაზე გადასვლისკენ მოუწოდა. ინტენსიური დასუფთავება - დეზინფექციის გამო დროებით შეწყვეტილია სწავლების პროცესი სკოლებში, ბაღებსა და უნივერსიტეტებში. დღის ამბების გადამღები ჯგუფთან, ქუთაისში არსებული უნივერსიტეტების წარმომადგენლები ელექტრონული სწავლების სისტემაზე სრული დატვირთვით გადასვლის შესახებ საუბრობენ. მათი თქმით, თანამედროვე ციფრული მეთოდების დანერგვა სწავლებაში ეტაპობრივად აქამდეც მიმდინარეობდა, ვირუსული ინფექციების გავრცელებამ კი მოვლენების სწრაფად განვითარება გამოიწვია.