შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის 30 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი
06.03.2020
უკან დაბრუნება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეაბილიტაციისთვის 30 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის კომბინირებული მოედანი ამჯერად სოფელ ოფშკვითში გაიხსნა. სპორტულ მოედანთან დამონტაჟდა გარე განათების სისტემა. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 000 ლარი გამოიყო. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით 2020 წლის განმავლობაში, ჯამში თანამედროვე ტიპის 15 სპორტული მოედანი და 2 ფიტნეს ზონის მოწყობა იგეგმება.