შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "გაბედეს" აქტივისტის მიხეილ გეგეშიძისათვის ქუთაისის მერიის მიერ გამოწერილი ჯარიმა გააუქმა
05.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "გაბედეს" აქტივისტის მიხეილ გეგეშიძისათვის ქუთაისის მერიის მიერ გამოწერილი ჯარიმა გააუქმა. საქმე ეხება 11 დეკემბერს მესხიშვილის თეატრის წინ გამართულ აქციას, რა დროსაც აქცივისტებმა პოლიტიკოსების ფოტოები ბუჩქებზე დაკიდეს. მერიის მიერ გამოწერილი ოქმის საფუძველზე კიდევ ერთი აქტივისტი გაგი ახალაძე და „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ათასი ლარით დააჯარიმეს, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და მათ შემთხვევაშიც სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. მიხეილ გეგეშიძე გადაწყვეტილებას „შერბილებულ პოლიტიკას“ უკავშირებს. ფაქტს ეხმიანება ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია და ორმაგ სტანდარზე საუბრობს. ბრალდებს ქუთაისის მერიაში უპასუხეს.