შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ “ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ხარჯების კვლევა გამოაქვეყნა
04.03.2020
უკან დაბრუნება
არასამთავრობო ორგანიზაციიამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ “ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ხარჯების კვლევა გამოაქვეყნა. გაწეულმა ხარჯებმა ჯამურად 10 ,797 ,168 ლარი შეადგინა. რაც შეეხება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას, სახელფასო და საწვავის ანაზღაურების მხრივ, მესამე ადგილზეა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, იმერეთის რწმუნებულის ადმინიტრაციას ყველაზე მეტი ავტომობილი ჰყავს, ხოლო სატელეკომუნიკაციო და მივლინების მხრივ, მეორე ადგილზეა. იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის გოჩა გაბუნიას თქმით, ხარჯები არ გაზრდილა და ყველა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებშია მოცემული.