შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საავადმყოფოდან უკვე გაწერეს შვიდი წლის ბავშვი
02.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის ექვსი პაციენტი მკურნალობს. ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილია. ჯერჯერობით კორონავირუსის შემთხვევა არ გამოვლენილა. საავადმყოფოდან უკვე გაწერეს შვიდი წლის ბავშვი, რომლის ტესტის პასუხები ასევე უარყოფითი იყო. ამჟამად ზუგდიდიდან შემოყვანილ კიდევ ერთ პაციენტს აკვირდებიან იმ მიზეზით, რომ მას მეუღლესთან შემხებლობა ჰქონდა, რომელიც ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ასევე ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. პაციენტები სიმპტომების მიხედვით ბოქსირებულ და ნახვრადბოქსირებულ განყოფილებებში არიან მოთავსებული.