შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კალათბურთში სუპერლიგის მე-14 ტური დასრულდა
02.03.2020
უკან დაბრუნება
კალათბურთში სუპერლიგის მე-14 ტური დასრულდა. ტურის ბოლო, მე-5 შეხვედრაში ქუთაისმა რუსთავს უმასპინძლა, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში მე-7 მარცხი განიცადა, სუპერლიგის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონმა “ქუთაისი 2010”-მა სტუმარი დაამარცხა და ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ქუთაისელებს, “ვერას” და “ოლიმპს” თანაბარი ქულები აქვთ, თუმცა ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით მე-3 ადგილს ქუთაისი იკავებს, შემდეგ “ვერა”, მე-5 ადგილზე კი “ოლიმპია” განთავსებული. ქუთაისელებმა მეტოქეზე 10-ით მეტი ორქულიანი და 11-ით მეტი საჯარიმო მიითვალეს, რაც დიდი სხვაობით გასამარჯვებლად საკმარისი აღმოჩნდა. ქუთაისელთაგან 17 ქულითა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 19 ქულა ლევან გრძელიძემ მოაგროვა, ხოლო 14-14 ქულა დეჟუან ვრაითმა და ჯოვან მურინგმა მიითვალეს. რუსთაველთაგან 14 ქულით, 9 მოხსნითა და 6 პასით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი, ხოლო 18 ქულით გუნდის ბომბარდირი ნიკოლა ტადიჩი გახდა. სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 6, 7 და 8 მარტს გაიმართება.