შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
02.03.2020
უკან დაბრუნება
დღეს ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა როგორც ფაქტის თვითმხილველები აცხადებენ, ქალს უკუსვლით მოძრავი ავტომანქანა დაეტაკა.მას დაზიანებები ხელის და სახის არეში აქვს მიღებული. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები . ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.