შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ირაკლი შენგელიამ ჟურნალისტებს, საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კომუნიკაციის სტრატეგია წარუდგინა
02.03.2020
უკან დაბრუნება
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ ჟურნალისტებს, საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კომუნიკაციის სტრატეგია წარუდგინა. ახალი დოკუმენტის სამუშაო ვერსია მიზნად ისახავს საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაღრმავებას მედია ჩართულობის გზით. სტრატეგიის მომზადებისას შიდა კონსულტაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად ის გამოწვევები გამოიკვეთა, რომელიც მოსახლეობასთან კომუნიკაციას უფრო ეფექტურს გახდის. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ახალი ინიციატივის ფარგლებში, ჟურნალისტებთან თვეში ერთხელ გამართავს შეხვედრას, სადაც დეტალურად იქნება მსჯელობა იმ საკითხებზე, რომლებიც საკრებულოს სხდომაზე იქნება განხილული.