შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
02.03.2020
უკან დაბრუნება
კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლები სპეციალური ხსნარებით მუშავდება ქუთაისის 38-ვე საჯარო სკოლასა და კერძო სკოლებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც ეხება სკოლებში სანიტარიის მიმართულებით მოვლა-პატრონობას და ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა იხელმძღვანელოს სკოლამ, რათა ჰიგიენის მიმართულებით ყველა ნორმა იყოს დაცული. შეგახსენებთ რომ კორონავირუსთან დაკავშირებით გახანგრძლივდა საგაზაფხულო არდადეგები – 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით.