შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა
02.03.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში ამ კუთხით არსებული ვითარება და პრევენციული ზომები განიხილეს. როგორც ცნობილია, რეგიონში არსებობს საკარანტინო სივრცეები და არსებული სიტუაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება კოორდინირებულად ხდება. სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ყველა უწყების წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ შეხვედრაზე როგორც რეგიონის მასშტაბით, ასევე საკარანტინო ზონებში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის წევრებმა დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული დავალებები მიიღეს, მათ შორის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად რეგიონის მასშტაბით სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელების შესახებ. შეხვედრაზე გაცხადდა, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იმერეთის რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.