შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ცხრა პაციენტი იმყოფება
02.03.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ ცხრა პაციენტი იმყოფება, აქედან სამის კვლევის შედეგები უკვე ცნობილია, მათ ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდათ.. შვიდი წლის ბავშვის ანალიზები კი ამ დროისთვით ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი, პასუხს კი დღის ბოლომდე ელოდებიან. პაციენტებს შორისაა იტალიიდან ჩამოფრენილი მგზავრი, რომელიც კლინიკაში გუშინ ღამით შეიყვანეს და ამ დრომდე დაკვირვების ქვეშ იმყოფება. მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.