შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



პროფესიული ორიენტაციის დღეები ქუთაისში –„შენი მომავალი, შენი გადაწყვეტილება“
29.02.2020
უკან დაბრუნება
პროფესიული ორიენტაციის დღეები ქუთაისში –„შენი მომავალი, შენი გადაწყვეტილება“ ასე ქვია აქტივობას რომელიც განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის,გოეთეს ინსტიტუტისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.ღონისძიებაში მონაწილეობა 14-დან 18 წლამდე ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს შეეძლო.ფორუმის მიზანია მოსწავლეებს წინასწარ მიაწოდონ ინფორმაცია სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული არჩევანის შესახებ,რათა მათ შეძლონ სწორად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი.აქტივობა წელს პირველად მოეწყო და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.ორგანიზატორები ფორუმის სხვა ქალაქებში ჩატარებასაც აანონსებენ.