შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
28.02.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრიშაშვილის, ბერი თედორესა და ბესიკის ქუჩებზე მიმდინარეობს , სადაც კაპიტალური სარემონტო სამუშაოები წლებია არ ჩატარებულა. ბერი თედორეს ქუჩაზე სრულიად იცვლება არსებული სანიაღვრე ქსელი და ასფალტის საფარი. გრიშაშვილისა და ბესიკის ქუჩებზე ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სანიაღვრე სისტემა და სამანქანო გზა. დასახელებულ ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა მოინახულა, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით 2020 წელს ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ათეული ცენტრალური ქუჩის დაგება იგეგმება, 10 სკვერი მოეწყობა და გარემონტდება სპორტული დარბაზები, ასევე კეთილმოეწყობა კულტურულ -სახელოვნებო დაწესებულებები.