შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ
28.02.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ. აღნიშნულის შესახებ ადვოკატებმა როინ ჭეიშვილმა და ციცინო ბაბუნაშვილმა საინფორმაციო სააგენტოს topnews.com.ge პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ადვოკატების თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას 4 ადამიანი მიმართავს, აქედან ერთ-ერთი პატიმარი თვეზე მეტია შიმშილობს, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. პატიმრებს გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა, თუმცა შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდა და გამოძიებამ გამოძალვის, სხეულის ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანების მუხლები დაამატა. გარდა ამისა, ადვოკატების ინფორმაციით, ერთ-ერთი პატიმარი ხონის პოლიციის უფროსის მოადგილეს ჩვენების იძულებით მიცემაში ამხელს, რაზეც დაწყებულია გამოძიება. საქმე ეხება ვალის დაბრუნების მოთხოვნით დაწყებულ სიტყვიერ შელაპარაკებას, რომელიც ხონში 2019 წლის 23 ნოემბერს მოხდა. დაკავებულების ადვოკატები საქმის სწორად გამოძიებას და სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.