შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს
22.02.2016
უკან დაბრუნება
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე მარინა მარჯანიშვილი დაინიშნა. მარინა მარჯანიშვილი სპეციალობით ფილოლოგია. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. იქვე მუშაობა დაიწყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით სექტორში უმცროს მეცნიერ-მუშაკად. წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას საერო ინსტიტუტ „გელათში“, სადაც ლექციებს კითხულობდა ქართული ენა ლიტერატურის, სასამართლო ეთიკისა და ესთეტიკის მიმართულებით. 2005 წლიდან მარინა მარჯანიშვილი ხელმძღვანელობს ქუთაისის სასკოლო-თეატრალურ ფესტივალს „N-ოვაცია“-ს, რომელიც წარმატებული პროექტია ჩვენი ქალაქის ისტორიაში. 2009 წლიდან მან შექმნა სასკოლო-ახალგაზრდული დასი „მარჯანიშვილელები“, რომელსაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა. ამასთანავე, ქალბატონი მარინა 7 წლის მანძილზე მოვაწეობდა ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში მსახიობ-მოცეკვავის სტატუსით. არის „IFSAID”-ის (სტუდენტური და მოსწავლე სამოყვარულო თეატრები) საერთშორისო ფესტივალის წარმომადგენელი დასავლეთ საქართველოში. ცნობისათვის, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ა(ა)იპ „ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო,საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალს წარმოადგენს. სასახლეში სწავლა 32 მიმართულებაზე უფასოდ ხორციელდება