შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს ტრენინგი ჩაუტარდათ
28.02.2020
უკან დაბრუნება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეგიონულ დეპარტამენტში მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის შესახებ, ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ხელმძღვანელებმა კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებიოთ საჭირო ინფორმაცია მიიღეს, როგორც კონსტანტინე გვეტაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ტრენინგი ყველა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის აუცილებელია, რათა ახალი კორონავირუსის აღმოჩენისთანავე სამედიცინო დაწესებულებამ სწორი საპრევენციო ღონისძიებების გატარება განახორციელონ. ნაკლებად საშიში ქვეყნების ზონიდან, საქართველომ, უკვე რისკ ქვეყნებს შორის გადაინაცვლა. საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსის სულ ორი შემთხვევა გამოვლინდა, პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა, ხოლო მეორე დღეს.