შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბარი-ქუთაისის რეისით ჩამოფრენილ მგზავრებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ
27.02.2020
უკან დაბრუნება
დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ბარი-ქუთაისის რეისით ჩამოფრენილ მგზავრებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ. მგზავრების თქმით, ისინი როგორც იტალიის ასევე ქუთაისის აეროპორტში შეამოწმეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით აღნიშნული რეისით საქართველოში 150 მგზავრი ჩამოფრინდა. არც ერთ მათგანს ტემპერატურა არ დაუფიქსირდა.