შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოში კორონავირუსის უკვე ერთი ფაქტი დადასტურდა
27.02.2020
უკან დაბრუნება
საქართველოში კორონავირუსის უკვე ერთი ფაქტი დადასტურდა. მედიკოსები მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვას ურჩევენ. ქუთაისის N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების რაოდენობა ამ ეტაპზე გაზრდილი არაა, მაღალი მაჩვენებელი იანვრის თვეში დაფიქსირდა, პოლიკლინიკები მიმართვიანობის შემთხვევაში ანალიზების სწორად შეგროვების გზით ეცდებიან დაადგინონ ვირუსის ტიპი, რადგან კორონავირუსს სხვა ინფექციებისგან განსხვავებული სიმპტომები არ აქვს.