შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ნარჩენების მართვის თანამედროვე სტრატეგია და მიდგომები“
27.02.2020
უკან დაბრუნება
,,ნარჩენების მართვის თანამედროვე სტრატეგია და მიდგომები“ იყო ტრენინგის თემა, რომელიც პროექტის ,,მდინარეები ნარჩენების გარეშე, სუფთა შავი ზღვა“ - ფარგლებში ენჯეოსექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართა. პროექტის მნიშვნელობისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ არასამთავრობო სექტორს დეტალური ინფორმაცია პროექტის კოორდინატორმა მიაწოდა, ნარჩენების მართვის სპეციალისტმა კი ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. ტრენინგის დასასრულს ნაჩვენები იქნა, პროექტის ფარგლებში შექმნილი ანიმაციური ფილმები.