შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით, 3 დღიან ტრენინგებს ატარებს
27.02.2020
უკან დაბრუნება
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების მიზნით, 3 დღიან ტრენინგებს ატარებს, მასში მონაწილეობას იღებს საჩხერის, ლაგოდეხისა და ყვარელის მუნიციპალიტეტის მერები და შესაბამისი სამსახურების უფროსები. პროექტი მიზნად ისახავს ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობას, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი სფეროში დასაქმებული კადრების უწყვეტი პროფესიული განვითარებაა. ჟვანიას სკოლისა და იუნისეფის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შემუშავებული კონცეფცია მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია-მოვალეობების ანალიზს. ტრენინგის გახსნას ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე ესწრებოდა.