შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონებში საგრანტო კონკურსს აცხადებს
27.02.2020
უკან დაბრუნება
ახალგაზრდობის სააგენტო რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსის საგრანტო ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს, სააგენტოს „მილიონიანი ფონდი“ საქართველოს ათივე რეგიონზე თანაბრად განაწილდება. თითოეულ რეგიონში 2-დან 3 ახალგაზრდული ორგანიზაცია დაფინანსდება. ინიციატივა ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ევროპული მოდელით შეიქმნა და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას. კონკურსი 24 თებერვლიდან დაიწყო, საკონკურსო წინადადებების შეტანა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 31 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.