შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში სულხან-საბას გამზირზე მუნიციპალური ავტობუსების „ავტოპარკი“- აშენდება
26.02.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში სულხან-საბას გამზირზე მუნიციპალური ავტობუსების „ავტოპარკი“- აშენდება. ტენდერის პირობების თანახმად, ავტოპარკში სხვადასხვა სივრცეები უნდა მოეწყოს. პროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული შენობა და სკვერი, ასევე პერსონალისათვის საჭირო ავტოსადგომი. როგორც მერიის საბიუჯეტო დაგეგმარებისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ტარიელ მაკარიძე ამბობს, ავტოპარკის მოწყობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონ 26 ათასი ლარი დაიხარჯება.