შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა
26.02.2020
უკან დაბრუნება
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში მდებარე კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა. სალომე ზურაბიშვილმა წარმატებული კადეტები დააჯილდოვა და იმ ლიტერატურულ პერფომანსს დაესწრო, რომლის საშუალებით კადეტებმა დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგეს. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსულმა წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს არჩეული ხელისუფლება დაამხო. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.