შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მერიის თანამშრომელს სოციალურ საცხოვრისში ფიზიკურად გაუსწორდნენ
26.02.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ქალაქის მერიის საბინაო სამსახურის თანამშრომლებსა და საცხოვრისის ბინადრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე დღის ამბებმა შეფასება ქალაქის მერს სთხოვა, როგორც გიორგი ჭიღვარიამ აღნიშნა მომხდართან დაკავშირებით უკვე მოხდა სამართლებრივი რეაგირება , მიმდინარეობს გამოძიება რაც კონკრეტული პირების ბრალეულობას დაადგენს, პარალელურად როგორც ვიცით საცხოვრისის ბენეფიციარები განსახლებას ითხოვენ , ქალაქის მერის თქმით შპს ,,სანოსთან’ ამ დრომდე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა რადგან სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ აწარმოა საცხოვრისში სამუშაოები, მოსარჩელე მხარე კი კომპანიას სამუშაოების უხარისხოდ შესრულებას ედავება.