შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „გაბედეს“ კიდევ ერთი აქტივისტის მიხეილ გეგეშიძის საქმის განხილვა გაიმართა
26.02.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში „გაბედეს“ კიდევ ერთი აქტივისტის მიხეილ გეგეშიძის საქმის განხილვა გაიმართა. მოსმენა იმ ბრალდებას ეხებოდა , როცა „გაბედეს“ აქტივისტებმა საახალწლო ნაძვის ხის მორთვა მმართველი პარტიის სხვადასხვა პოლიტიკოსების გამოსახულების სურათებით სცადეს, რომელსაც მათ „ბიძინას სათამაშოები“ უწოდეს, თუმცა სამართალდამცავებმა უფლება არ მისცეს და აქტივისტებს მიუთითეს, რომ ფოტოსურათების მოსათავსებლად სხვა ლოკაცია აერჩიათ, აქტივისტებმა კი ცოტახანში ფოტოები ნაძვის ხის მიმდებარედ ბუჩქებზე დაკიდეს. „გაბედეს“ აქტივისტი მიხეილ გეგეშიძე ამბობს, რომ დანებებას მაშინაც არ აპირებს, თუ კი სასამართლო მის დაჯარიმებას გადაწყვეტს. მიხეილ გეგეშიძის ადვოკატის ვალერი თევდორაძის თქმით, ქუთაისის მერიის მიერ აღძრული საქმე აღნიშნული სამართალდარღვევის შესახებ არაა კანონიერი და მოსმენაზე არც შესაბამისი მტკიცებულება არ ჰქონდათ წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესის მოგების შანსი ბევრად დიდია. სასამართლო პროცესზე მერიის პოზიციას ზვიად წაქაძე იცავდა.. მისი განმარტებით, ადმინისტრაციული ოქმი გასული წლის 11 დეკემბრეს შედგა, რის შესახებაც სასამართლო მოსმენა 2 თვის შემდეგ ჩაინიშნა. სასამართლოს საბოლოო განაჩენი ცნობილი ოთხ მარტს გახდება.