შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრენილ 20 წლის გოგოს კორონავირუსი არ დაუდგინდა
25.02.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრენილ 20 წლის გოგოს კორონავირუსი არ დაუდგინდა, ეს ინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიის პასუხმა დაადასტურა. ექიმი თემურ ნადირაძე განმარტავს, რომ პაციენტს, რომელიც გუშინ აეროპორტიდან შეიყვანეს, H1N1 ვირუსი აქვს, პაციენტი ამ დრომდე ბოქსირებულ პალატაში რჩება და მისი მდგომარეობა ახლა სტაბილურია, მას ჩვეულებრივ პალატაში ხვალ გადაიყვანენ. მილანიდან ჩამოსული მგზავრი კლინიკაში გუშინ აეროპორტიდანვე მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.