შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის “ტორპედომ“ თბილისის “მერანი“ ანგარიშით 1 : 0 დაამარცხა
24.02.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ტორპედომ რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალური სტადიონის განახლებულ საფარზე თბილისის მერანს უმასპინძლა. შეხვედრა მრავალმხრივი შეტევებითა და საინტერესო მომენტებით გამოირჩეოდა. გუნდებმა ორი სხვადასხვა შემადგენლობით ითამაშეს, საბოლოოდ გამარჯვებული ქუთაისის ტორპედო გამოდგა, შეხვედრის მიწურულს 11 მეტრიანიდან გოლი ოთარ კვერნაძემ გაიტანა, შესაბამისად მატჩი 1:0 ტორპოედოელთა სასარგებლოდ დასრულდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ტურს ტორპედო რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 1 მარტს გორის დილასთან გამართავს, ხოლო ხვალ გუნდი ახალ ეკიპირებასა და ფეხბურთელებს წარადგენს.