შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სამტრედიაში მამაკაცმა ცოლს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა
19.02.2020
უკან დაბრუნება
სამტრედიაში მამაკაცმა სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 25 წლის სალომე ბოხუა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. 28 წლის გიგა აბრალავა, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. წყვილს 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ მათ ყოფილი სიძე ემუქრებოდათ.