შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში სკოლა, ბაღი და ამბულატორია დაიწვა
18.02.2020
უკან დაბრუნება
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში სკოლა, ბაღი და ამბულატორია დაიწვა. ხანძარი სოფლის ბაღში გაჩნდა ამის შემდეგ ცეცხლი სკოლას და მედპუნქტს გადაედო. თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლის ალში გახვეული ბავშვები პედაგოგებმა სკოლიდან დროულად გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 500 კვადრატული მეტრი შენობა დაიწვა. ადგილზე მობილიზებული 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი და 35 მეხანძრე-მაშველი იყო. ჯერჯერობით უცნობია, სად გააგრძელებენ განათლების მიღებას აღნიშნული სოფლის ბავშვები.