შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,გაბედეს“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრებს სააპელაციო სასამართლოსთან აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს
17.02.2020
უკან დაბრუნება
,,გაბედეს“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრებს სააპელაციო სასამართლოსთან აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ,,ვერ შეგვაშინებთ’’, ,, ყველას ვერ დაგვიჭერთ“, - ამ ლოზუნგებით აქციის მონაწილეები იმ აქტივისტებისთვის ცდილობდნენ სოლიდარობის გამოხატვას, რომლებიც თბილისში პროტესტის დროს, ზებრის გადაკვეთისას დააკავეს. სიტყვიერი უთანხმოება სასამართლოს დაცვის თანამშრომლების მოთხოვნას შენობიდან 20 მეტრის მოშორებით აქციის ჩატარების შესახებ მოჰყვა. მათთივე თქმით კანონის მიხედვით, აღნიშნულ ლოკაციაზე რაიმე სახის აქტივობის განხორციელება მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. აქციის მონაწილეები დაცვის თანამშრომელთა მოთხოვნას ხელის შეშლის მცდელობად აფასებენ.