შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„კორონა ვირუსის გავრცელებას საზღვრები არ გააჩნია“
17.02.2020
უკან დაბრუნება
„კორონა ვირუსის გავრცელებას საზღვრები არ გააჩნია“- ამის შესახებ ,,დღის ამბების“ გადამღებ ჯგუფს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ეგრეთწოდებულ „მწვანე ზონაში“ იმყოფება და მომაკვდინებელი ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, თუმცა ადგილზე პრევენციული და შემაკავებელი ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება.მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ნებისმიერი საეჭვო შემთხვევის დაფიქსირებისთანავე არის რესურსი მყისიერი რეაგირების მოსახდენად.დღეის მონაცემებით, კორონა ვირუსი მსოფლიოს 25 ქვეყანაშია გამოვლენილი.