შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზვიად შალამბერიძე და სოლომონ პავლიაშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდნენ
16.02.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და ადგილობრივი თვითმმართველობების ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრის მთავარი მიზანი, პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის აღსრულებაზე კონტროლის პროცესში, თვითმმართველობის ორგანოების შესაძლებლობების გაძლიერება იყო. მინისტრის მოადგილემ, ასევე სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების ტექნიკური რეგლამენტისა და მონიტორინგის სისტემების აღსრულების გზების შესახებ.