შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზვიად შალამბერიძე უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს შეხვდა
12.02.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს შეხვდა.. მხარეებმა ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გაღრმავების, დეცენტრალიზაციის და გამოცდილების გაცვლის საკითხები განიხილეს, მათ შორის ტურიზმის და ადმინისტრირების სფეროში. საუბარი შეეხო ასევე აეროპორტის, ავიამიმოსვლის და დაინტერესებული ტურისტების ქუთაისის მიმართულებით გადამისამართების საკითხებს. შეხვედრაზე მხარეებმა საპასუხო ვიზიტის თემა განიხილეს, რომელიც უახლოეს პერიოდში განხორციელდება.