შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზვიად შალამბერიძე უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხერსონის ოლქის გუბერნატორს იური გუსევს შეხვდა
11.02.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ხერსონის ოლქის გუბერნატორს იური გუსევს შეხვდა.შეხვედრას ოდესაში საქართველოს კონსული თორნიკე ბერეკაშვილი, ქართული სავაჭრო სახლის ხელმძღვანელი სანდრო თოფურია და სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ის დირექტორი თამარ ზაქარაშვილიც ესწრებოდნენ. ადგილზე ტურიზმისა და ბინზესის სფერო , ინფრასტრუქტული პროექტების კუთხით თანამშრომლობის და რეგიონების დამეგობრების საკითხები განიხილეს. მხარეებმა ხერსონის ოლქის და იმერეთის დამეგობრების გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური ხელმოწერის ცერემონიალი 2 მაისს, ქუთასში "გვირილობის" დღესასწაულზე გაიმართება. ზვიად შალამბერიძე ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ხერსონის მერს შეხვდა და თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.