შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა
11.02.2020
უკან დაბრუნება
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა. ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა. აღნიშნულ საქმეზე პროკურატურა უგულავას განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. ჩვენ თემაზე ევროპული საქართველოს ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვერსაუბრეთ, დავით გოგისვანიძესთან სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ რადგან ის ამ დროისათვის თბილისში იმყოფება.