შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



არსებული ინფორმაციით, თებერვლის თვეში ვირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი
10.02.2020
უკან დაბრუნება
არსებული ინფორმაციით, თებერვლის თვეში ვირუსული ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი. რამდენად მძიმეა ამ მხრივ მდგომარეობა ქალაქში და არის თუ არა პაციენტთა ჭარბი რაოდენობა კლინიკებში. ,,დღის ამბების“ გადამღები ჯგუფი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა. ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ნუგზარ მაღლაკელიძის თქმით, ბოლო რამოდენიმე წელია ვირუსული ინფექციების გავრცელების თვალსაზრისით კლიუნიკური სურათი არ იცვლება, თითქმის ყოველწლიურად პაციენტთა რაოდენობა პანიკის საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენი ეთერის მეშვეობით პრევენციის თვალსაზრისით მედიკოსი მოსახლეობას ხელების ხშირი დაბანისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს.