შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ტურისტული სფეროთი დაინტერესებულ ჟურნალისტებს და ბლოგერებს შეხვდნენ
10.02.2020
უკან დაბრუნება
უკრაინაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ტურისტული სფეროთი დაინტერესებულ ჟურნალისტებს და ბლოგერებს შეხვდნენ. შეხვედრა უკრაინაში საქართველოს საელჩოში გაიმართა. უკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერები დაინტერესდნენ, კონკრეტულად რისი ნახვა შეუძლიათ ტურისტებს იმერეთში. სახელმწიფო რწმუნებულმა მათ იმერეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, იმერეთი გამორჩეულია მდიდარი ისტორიით, კულტურული მემკვიდრეობით, ბუნებით, გასტრონომიით, ღვინით და სტუმართმოყვარეობით. ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა იმერეთში სტუმრობისა და ტურისტული პოტენციალის ადგილზე გაცნობის სურვილი გამოთქვეს. შეხვედრაზე შეთანხდნენ, რომ უკრაინელი ჟურნალისტები და ბლოგერები ინფოტურის ფარგლებში იმერეთს ეწვევიან.