შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიანი წყლის მიწოდებაზე ეტაპობრივად გადადის
10.02.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მოსახლეობა 24 საათიანი წყლის მიწოდებაზე ეტაპობრივად გადადის. წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის მეორე ფაზა დასკვნით ეტაპზეა და ამ დროისთვის, ქალაქში ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები მიმდინარეობს. მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობამ სამუშაოები კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა . ქუთაისის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის კომპანიამ, დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერით დაახლოებით 92 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მოსახლეობის 60 პროცენტს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება. უახლოეს პერიოდში ახალ ქსელზე ქალაქ მუზეუმისა და საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულები ჩაირთვება. ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის ფარგლებში 3 რეზერვუარი აშენდა, მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 200 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი. ინფრასტრუქტურული სამუშაოები აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა.