შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში ფრანგული ღვინისა და რესტორნების გავლენიანი გზამკვლევი ბრენდი შემოვიდა
09.02.2020
უკან დაბრუნება
იმერეთში ფრანგული ღვინისა და რესტორნების გავლენიანი გზამკვლევი ბრენდი შემოვიდა. მსოფლიო კულინარიული გიდის რეგიონში შემოსვლის აღსანიშნავად ქუთაისში გამართულ ღონისძიებაზე სტუმრებს გო ე მიოს ნომინირებული რესტორნების შეფ-მზარეულებმა ადგილობრივ მენიუზე შექმნილი და ინტერპრეტირებული კერძები წარმოუდგინეს. შეხვედრას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სოსო ხახალეიშვილი, ქუთაისის ვიცე მერი ნინო თვალთვაძე და ადგილობრივი ტურისტული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, იმერეთში საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.