შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მესამე რეგიონული შეხვედრა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გაიმართა
09.02.2020
უკან დაბრუნება
სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მესამე რეგიონული შეხვედრა იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მოადგილე ბესიკ გოფოძე და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი ესწრებოდნენ. მხარეებმა სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელეს. შეხვედრების მიზანს სახელმწიფო პროექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდა და ამ პროექტებში, რაც შეიძლება მეტი მეწარმისა თუ ფერმერის ჩართვა წარმოადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გაიმართება.