შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



თოვლიანი ამინდისა და სიცივის მიუხედავად, საქართველოს ისტორიაში გამორჩეული მეფის საფლავი უამრავმა ადამიანმა ყვავილებით შეამკო
09.02.2020
უკან დაბრუნება
გელათის სამონასტრო კომპლექსში მომლოცველებმა დღეს დილიდან შეკრება დავითობის დღესასწაულის აღსანიშნად დაიწყეს. თოვლიანი ამინდისა და სიცივის მიუხედავად, საქართველოს ისტორიაში გამორჩეული მეფის საფლავი უამრავმა ადამიანმა ყვავილებით შეამკო. წირვა გელათის მონასტერში ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველმა, მეუფე იოანემ აღავლინა. შეკრებილ ხალხთან ერთად, დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ჩოხოსნებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს - თეონა ფარულავა დეტალებით