შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს
07.02.2020
უკან დაბრუნება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს. პროექტი პირველ ეტაპზე გუმბათის და ქვების რესტავრაციას, და გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. ამ ეტაპზე გელათის მონასტერთან მისასვლელი გზის და საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.