შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს
07.02.2020
უკან დაბრუნება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მხარის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართეს.მხარეებმა იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ეკომიგრანტთა და დევნილთა განსახლების პრობლემებზე იმსჯელეს. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, 2020 წლიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. შეხვედრაზე ასევე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს იმერეთის ტერიტორიული სამმართველოს ახალი დირექტორი დავით ჭეიშვილი წარადგინეს..