შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



კანტის აკადემიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოფიციალურად გაფორმდა
06.02.2020
უკან დაბრუნება
კანტის აკადემიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ოფიციალურად გაფორმდა. მემორანდუმს ხელი კანტის აკადემიის დამფუძნებელმა და უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა მოაწერეს . მემორანდუმი სკოლის მოსწავლეებში არაფორმალური განათლების გავრცელებას, ინოვაციური მეთოდებით გულისხმობს. . კანტის აკადემიის დამფუძნებლის მარეხი გვარამაძის თქმით, ქუთაისში სამომავლოდ კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, ერთ-ერთია ახალგაზრდების ჩართულობა საინტერესო გაცვლით პროგრამებში საზღვარგარეთ.