შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის მერიასა და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2ს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
06.02.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერიის სათათბირო დარბაზში, ქუთაისის მერიასა და სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2ს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კოლეჯი „კონსტრუქტ2” მსურველებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა „შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებთან“ ერთად სთავაზობს 11 პროფესიული მომზადების პროგრამას სამშენებლო მიმართულებით. სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილს, რომელიც m²-ის ობიექტებზე განხორციელდება. მოკლევადიან პროფესიულ პროგრამებზე მიიღებიან საბაზო განათლების მქონე სრულწლოვანი პირები. კურსდამთავრებულთა დიდ ნაწილსაც m² და მისი შვილობილი კომპანია BK Construction დაასაქმებს. ქუთაისის მერია, „კონსტრუქტ2“-თან აქტიურად თანამშროლობს