შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



უახლოეს დღეებში ქუთაისის ტორპედო ვარჯიშებს განაახლებს
06.02.2020
უკან დაბრუნება
უახლოეს დღეებში ქუთაისის ტორპედო ვარჯიშებს განაახლებს, ამის შესახებ ,,დღის ამბების“ გადამღებ ჯგუფთან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა. როგორც მიხეილ აშვეთიამ განაცხადა, მათ ინვესტორისგან გუნდის ახალი შემადგენლობის სწრაფ რეჟიმში დაკომპლექტების დავალება მიიღეს და რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მხარისა და ქალაქის პირველი პირების შეხვედრა იტალიელ ინვესტორებთან გუშინ გაიმართა.როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, ახალი მფლობელები შეთავაზებულ პირობებზე თანხმობას აცხადებენ. გუნდის მთავარი მწვრთნელის მიხეილ აშვეთიას თქმით, იტალიელ ინვესტორებთან კლუბის ადმინისტრაცია მნიშვნელოვანი დეტალების დასაზუსტებლად შეხვედრას ხვალ გამართავს.